ზელენსკი - იბრძოლეთ, რომ არ დაიღუპოთ, დაიცავით თქვენი თავისუფლება ახლა ქუჩებსა და მოედნებზე, რომ შემდეგ მთებსა და ტყეებში არ მოგიწიოთ საკუთარი სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მოუწოდებს კავკასიის, ციმბირისა და რუსეთის ფედერაციის სხვა ძირძველ ხალხებს, იბრძოლონ თავისუფლებისთვის, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მობილიზაციის პირველ ტალღაზე არ გაჩერდება.

Эკავკასიის ხალხებს, ყველა ხალხს რუსეთის ტერიტორიაზე, ახლა მე კიევის იმ ნაწილში ვიმყოფები, სადაც 1860-იან წლებში ცხოვრობდა დაღესტნის და მთელი კავკასიის გმირი შამილი ცხოვრობდა, როგორც ხედავთ, უკრაინას შეუძლია, დააფასოს თქვენი გმირები, ეს არის ჩვენი დედაქალაქის ცენტრი, ერთ-ერთი იმ ასობით უკრაინული ქალაქიდან, რომლის მიმართულებითაც რუსეთის რაკეტებს, ბომბებს და ჯარს უშვებს. კავკასიამ იცის ეს რას ნიშნავს, კავკასიამ ეს უკვე ნახა. უკვე 218 დღეა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხი და ჩვენი დამოუკიდებლობა რუსეთის დანაშაულებრივი ომისგან, ეს არის ჩვენი ვალი ჩვენი წინაპრების, ჩვენი შვილების და ჩვენი ყველა თაობის წინაშე - ვინც ცოცხალია და ვინც იცხოვრებს ჩვენს მიწაზე. ჩვენს მიწაზე, ჩვენ არ გვჭირდება სხვისი.

უკვე 58 500 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში, ისინი მოვიდნენ ჩვენს მოსაკლავად და დაიღუპნენ. თქვენ არ გეუბნებიან ამ ციფრს, თქვენ გატყუებენ, რომ დაიღუპა 6000-მდე. 58 500 - ეს არის სიმართლე. ყველა მათგანი დაიღუპა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ომი მოინდომა ერთმა ადამიანმა, მხოლოდ ერთმა, რომელსაც მრავალი ემსახურება. 

კავკასიელო ხალხო, ყველა მკვიდრი ხალხის წარმომადგენლებო რუსეთის ტერიტორიაზე, თქვენ არ გაქვთ არცერთი მიზეზი, რომ იყოთ ამ მრავალთა შორის, რომლებიც ჯერ კიდევ ემსახურებიან იმ ერთს, რომელსაც სურს ეს ომი. თქვენ არ უნდა დაიღუპოთ უკრაინაში, თქვენი შვილები არ უნდა დაიღუპონ უკრაინაში, თქვენ არ გაქვთ ასეთი ვალდებულება და ასეთი ვალი არავის წინაშე და თქვენ ეს იცით. ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ ამ დანაშაულებრივ მობილიზაციას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლება საკუთარი მარცხის გადაფარვას ცდილობს.

ამ უაზრო ომის დასრულების ნაცვლად რუსეთის ხელისუფლება დაღუპული ჯარიკაცების ნაცვლად სხვების გამოგზავნას ცდილობს. რა ელოდებათ მათ? - თქვენ იცით პასუხი. უკრაინა გაიმარჯვებას ამ ომში, რადგან ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და ჩვენს მხარესაა სიმართლე და ჩვენს გვერდითაა ცივილიზებული სამყარო. რუსეთი დარჩა მარტო, უკვე იზოლირებულია და გასამართლდება ამ ომისთვის. „ვინც იარაღს აღმართავს ჭეშმარიტების წინააღმდეგ, ის აღმართავს მას სიკვდილამდე!“ - როგორც ჩანს, კრემლმა არ იცის იმამ შამილის ეს სიტყვები, მაგრამ ეს სიტყვები უნდა იცოდნენ კავკასიაში, ციმბირში და ყველგან, საიდანაც ხალხი იგზავნება ამ ომში.

იბრძოლეთ, რომ არ დაიღუპოთ, დაიცავით თქვენი თავისუფლება ახლა ქუჩებსა და მოედნებზე, რომ შემდეგ მთებსა და ტყეებში არ მოგიწიოთ საკუთარი სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლამ, როდესაც რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის შემდეგ ტალღას გამოაცხადებს. დაიჯერეთ, რომ მხოლოდ 300 000 ადამიანს გაიწვევენ? ის ერთი ადამიანი, რომელმაც დაიწყო ეს ომი, არ შეჩერდება მობილიზაციის მხოლოდ ერთ ტალღაზე, ის შეეცდება კიდევ ბევრი სიცოცხლე შეიწიროს. მას არ აინტერესებს ადამიანები, არც ცოცხლები და არც მკვდრები. უკრაინის ტერიტორიაზე ათასობით რუსი ჯარისკაცის ცხედარია სხვადასხვა რეგიონებიდან. ისინი, ვინც არ დაწვა თავად რუსულმა არმიამ, იხრწნებიან მინდვრებში, რჩებიან მორგებში. რუსული არმია ერთადერთია დედამიწაზე, რომელსაც თან აქვს მობილური კრემატორიუმი, რათა განთავისუფლდეს თავისივე დაღუპული ჯარისკაცების ცხედრებისგან, როცა ამის გაკეთებას ახერხებს. ახლა კი, ის ისე გარბის, არა მხოლოდ მოკლული ჯარისკაცების ცხედრებს, არამედ ტანკებს და არტილერიასაც კი ტოვებს. გაიკეთეთ თუნდაც ტატუიერება საკუთარი სახელის და გვარის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, როგორ ვიპოვოთ თქვენი ახლობლები, როდესაც თქვენ მოგკლავენ და როდესაც თქვენ სამხედრო ჟეტონიც კი არ გექნებათ, რომლის გარეშეც რუსეთის ხელისუფლება აგზავნის სამხედროებს ამ ომში, დოკუმენტებიც გარეშეც. ამას სპეციალურად აკეთებენ, რომ შემდეგ მოგატყუონ, რეალურად რამდენი ადამიანი იღუპება ამ ომში. ეს არის მათი სპეცოპერაცია - ტყუილის, ტერორის და ძირძველი ხალხების განადგურების სპეცოპერაცია. 

არავინ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა სამარცხვინო ომში, დაღესტნელები არ უნდა დაიღუპონ უკრაინაში, ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები და ნებისმიერი სხვა, თითქმის 200-მდე, ვინც აღმოჩნდა რუსული დროშის ქვეშ. თქვენ იცით ამას ვინც აკეთებს და მას სურს, მათგან „ტვირთი 200“ გააკეთოს.

და თქვენ ეს გსურთ? მე ვიცი, რომ თქვენ გსურთ იცოცხლოთ, დაიღალეთ ტყუილებით, დარწმუნებული ვარ, თქვენ იცით, რომ საჭიროა იბრძოლოთ ახლა, იმისთვის, რომ ხალხი წავიდეს ამ ომში, ხელოვნურად აღარიბებენ, აშინებენ რეპრესიებით, წამლავენ პროპაგანდით, თქვენ შეგიძლიათ, ეს შეცვალოთ, საჭიროა უბრალოდ გაიგოთ - ვინ არის თქვენთვის რეალურად სიმბოლო, გმირი, თქვენი ისტორიის სიამაყე და ვის უნდა უბრალოდ თქვენი გამოყენება. იბრძოლეთ!“, - აცხადებს ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები