კელი დეგნანი - განსაკუთრებით მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა სოხუმის დაცემის 29 წლისთავის მეორე დღეს

აშშ არის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიების მშვიდობიანი აღდგენისა და მთელს რეგიონში მშვიდობისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის კომენტირებისას განაცხადა.

"მინდა ხაზი გავუსვა ვაშინგტონში მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ გზავნილს, რომელიც მკაცრად გმობს ბატონ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. აშშ მტკიცედ დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა პოლიტიკურმა ლიდერებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან ხმამაღლა გამოთქვეს პოზიცია ამ მიუღებელი ვიზიტის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს.

განსაკუთრებით მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა სოხუმის დაცემის 29 წლისთავის მეორე დღეს, როდესაც პირადად მე და მრავალმა სხვამ, პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. აშშ არის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიების მშვიდობიანი აღდგენისა და მთელს რეგიონში მშვიდობისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები