კელი დეგნანი - არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა საქართველოზე, რომ ჩართულიყო ამ ომში

არასდროს გვითქვამს საქართველოსთვის, გაეხსნა მეორე ფრონტი, არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა საქართველოზე, რომ ჩართულიყო ამ ომში, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

"ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის სავარაუდო გადაცემასთან დაკავშირებით სავსეა უზუსტობებით და არასწორია. მთელ მსოფლიოში მოვუწოდეთ პარტნიორებს და მოკავშირეებს, ​შეძლებისდაგვარად გეკეთებინათ ყველაფერი უკრაინის დასახმარებლად პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ, რადგან უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის, როგორც ერი. თავიდანვე ცხადად ვთქვით, რომ თითოეულ ქვეყანას თავისით უნდა გადაეწყვიტა, რისი გაკეთება შეეძლო საქართველოს დასახმარებლად. 

ჩვენ ასევე ცხადად ვამბობდით, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ არასდროს გვითქვამს საქართველოსთვის, გაეხსნა მეორე ფრონტი, არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა საქართველოზე, რომ ჩართულიყო ამ ომში. 

აშშ-ს არ სურს, საქართველო ჩართული იყოს ამ ომში ან რომელიმე სხვა ქვეყანა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ომი შეჩერდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად, რომ შევძლოთ რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის აღდგენა. სწორედ ამისთვის მუშაობს აშშ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები