ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისთვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერი ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას“, – წერს ზურაბიშვილი.
პუტინმა დღეს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების - ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ მოაწერა ხელი.