დავით ქაცარავა - კნოლევი ახლა არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც რუსი ოკუპანტები აქტიურად მოქმედებენ

კნოლევი ახლა არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც რუსი ოკუპანტები აქტიურად მოქმედებენ, - ამის შესახებ  ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ განაცხადა. 

მისი თქმით, ოკუპანტები შიდა ქართლის  კიდევ რამდენიმე სოფლის ტერიტორიაზე ახდენენ უკანონო ბორდერიზაციასა და ხნულების გავლებას. 

"ზუსტად ვიცით, მიმდინარეობს შეღობვის პროცესი, გასარკვევია ძველი რუკით მოქმედებენ, თუ ახალი გეგმის განხორციელება დაიწყეს, რომელიც ჩვენ გავასაჯაროეთ გასული წლის ნოემბერში, კნოლევი ახლა არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც რუსი ოკუპანტები აქტიურად მოქმედებენ. დაზუსტებით ვიცით, რომ შეღობვითი სამუშაოები დვანიისა და ტახტისძირის მიმართულებით მიმდინარეობს“, - განაცხადა ქაცარავამ. 

არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ახალ გავლებულ ღობეებზე ვიდეო სათვალთვალო კამერები დააყენეს, რაც სავარაუდოდ, "სამხრეთ ოსეთის მოქალაქებისთვის" არის დამონტაჟებული,  რომ საზღვრის გვერდის ავლით რუსეთის კონტროლირებადი ტერიტორიის დატოვებას ცდილობენ.

სუს-მა დღეს ინფორმაცია გაავრცელა, რომ სოფელ კნოლევთან უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები