უკრაინის შეიარაღებული ძალები ლიმანთან 5 დასახლების გათავისუფლებას ადასტურებს

უკრაინელმა მებრძოლებმა რუსულ დაჯგუფებას ლიმანის რაიონში ალყა შემოარტყეს. ქალაქთან ახლოს ხუთი დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა და იქ სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.

"ლიმანის რაიონში რუსული დაჯგუფება ალყაშია. განთავისუფლებულია დასახლებები იამპოლი, ნოვოსელოვკა, შანდრიგოლოვო, დრობიშევო, სტავკი, იქ სტაბილიზაციის ღონისძიებები გრძელდება“, - განაცხადა ჩერევატიმ.

მისი ინფორმაციით, ალყაში დაახლოებით 5 000-მდე რუსი სამხედროა.

"ჩვენი მონაცემებით, რუსული დაჯგუფება იქ 5-5,5 ათასს შეადგენდა, თუმცა აქტიურმა საომარმა მოქმედებებმა შეამცირა მათი შემადგენლობა, ისევე როგორც ზოგიერთი ჯგუფი, რომელიც ცდილობდა გარღვევას. ზუსტი ციფრის დასახელება ანალიზს მოითხოვს", - აცხადებს ჩერევატი.

მისი თქმით, რუსების მიერ „გარღვევის“ მცდელობები ჯერ კიდევ ფიქსირდება, მაგრამ ეს არც ისე წარმატებულია უკრაინის დამცველების ქმედებების წყალობით.

ჩერევატის განმარტებით, ლიმანი მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი უკრაინული დონბასის განთავისუფლებისკენ და შესაძლებლობა, უფრო შორს წავიდეს კრემენნაიასა და სევეროდონეცკის მიმართულებით.

”ეს ასევე ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი მომენტია, რამდენადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები იწყებენ თავიანთი ნების კარნახს და არა მხოლოდ პასუხობენ და დგანან თავდაცვაზე, არამედ ცვლიან საომარი მოქმედებების ტალღას”, - განაცხადა ჩერევატიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები