ირაკლი კობახიძე - ჩვენი გუნდი დღეს არის ერთიანი, როგორც არასდროს, ამას ვერ ვიტყვით "ნაციონალურ მოძრაობაზე", სადაც სრული ქაოსია

ჩვენი გუნდი დღეს არის ერთიანი, როგორც არასდროს, ამას ვერ ვიტყვით  ჩვენს მთავარ ოპონენტ პარტიაზე - "ნაციონალურ მოძრაობაზე", სადაც სრული ქაოსია. ეს პროცესები აჩვენებს მათ შორის იმას, რომ ჩვენს პოლიტიკას ნამდვილად სჭირდება დეოლიგარქიზაცია - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

მისი თქმით, არის ორი კონკრეტული ოლიგარქი - სააკაშვილი და კეზერაშვილი, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი გავლენები გააფართოვონ ფულის მეშვეობით, რომელიც თავის დროზე ხალხის ხარჯზე იშოვეს.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებსაც აქვთ  სისხლიანი ფული ნაშოვნი და ნაძარცვი ფული უნდათ ჩადონ ახლა პოლიტიკაში, ცდილობენ გავლენების გაფართოებას. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირი რასაც გვეუბნება არის სწორი - დეოლიგარქიზაცია ნამდვილად სჭირდება ქართულ პოლიტიკას.

"ჩვენი გუნდი დღეს არის ერთიანი, როგორც არასდროს. გვქონდა სერიოზული სირთულეები გარკვეულ ეტაპებზე, თუმცა, ყველა სირთულე იქნა გადალახული, ვგულისხმობ მაგალითად წინა პრემიერის მმართველობის პერიოდს და ა.შ. დღეს ყველა სირთულე გადალახულია და გუნდი არის ძალიან ძლიერი და ერთიანი, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მთლიანად პოლიტიკური სისტემის განვითარებაზე. 

ამას ვერ ვიტყვით ბუნებრივია, ჩვენს მთავარ ოპონენტ პარტიაზე - ნაციონალურ მოძრაობაზე, სადაც არის სრული ქაოსი. ეს პროცესები აჩვენებს მათ შორის იმას, რომ ჩვენს პოლიტიკას ნამდვილად სჭირდება დეოლიგარქიზაცია. არის ორი კონკრეტული ოლიგარქი - სააკაშვილი და კეზერაშვილი, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი გავლენები გააფართოვონ ფულის მეშვეობით. ეს არის ის ფული, რომელიც თავის დროზე მათ ხალხის ხარჯზე იშოვეს. ყველას ახსოვს, კეზერაშვილი როგორ გახდა მინისტრის თანამდებობის დატოვებიდან ერთ თვეში მილიარდიანი ბრუნვის მქონე კომპანიის მფლობელი. ყველაფერი დღესავით ნათელი იყო, კორუფციის მასშტაბები წინა ხელისუფლების პირობებში იყო აბსოლუტურად უზარმაზარი. ეს ადამიანები, რომლებსაც აქვთ მართლა სისხლიანი ფული ნაშოვნი და ნაძარცვი ფული უნდათ ჩადონ ახლა პოლიტიკაში, ცდილობენ გავლენების გაფართოებას და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირი რასაც გვეუბნება არის სწორი, დეოლიგარქიზაცია ნამდვილად სჭირდება ქართულ პოლიტიკას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები