ცხრა ქვეყნის პრეზიდენტი ნატო-ს უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს

ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტი ნატო-ს უკრაინის სამხედრო დახმარების "არსებითად გაზრდისკენ" მოუწოდებს.

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს 2008 წელს ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას ბუქარესტში უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით. 

მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსული შეჭრისგან დაცვაში და  მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გავიდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, მნიშვნელოვნად გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება“, - ნათქვამია ლიდერების განცხადებაში.

პრეზიდენტების განცხადებით, ისინი არ აღიარებენ და არც არასოდეს აღიარებენ რუსეთის მცდელობებს უკრაინის ტერიტორიის ანექსიისთვის.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსია", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ - პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა;  ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი; ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი;  ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი; ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა; ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი სტევო პენდაროვსკი; მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი; რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები