ზელენსკი - უკრაინელმა სამხედროებმა ლიმანი ოკუპანტებისგან მთლიანად გაწმინდეს, მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს

უკრაინელმა სამხედროებმა მთლიანად გაასუფთავეს ლიმანი (დონეცკის ოლქი) ოკუპანტებისგან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

"12:30 საათისთვის ლიმანი მთლიანად გაწმენდილია. მადლობა ჩვენს სამხედროებს, ჩვენს ჯარისკაცებს, დიდება უკრაინას!" - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ლიმანი გუშინ აიღეს, სამხედროებმა შესაბამისი ვიდეო ინტერნეტში გამოაქვეყნეს და ქალაქის გათავისუფლება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა.

როგორც ადრე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განმარტეს, ლიმანის განთავისუფლება ხსნის გზას დონბასის დეოკუპაციისკენ.

ამავდროულად, ბრიტანული დაზვერვა ლიმანიდან ოკუპანტების გასვლას რუსეთის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მარცხს უწოდებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები