ანრი ოხანაშვილი - სამი კრიტერიუმი, რომელიც არის შემოთავაზებული, ვერაფრით ვერ უზრუნველყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქთა სიაში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილზე ვერ გავრცელდება.

მისივე თქმით, შემოთავაზებული კრიტერიუმები ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქთა სიაში.

"ბიძინა ივანიშვილზე ეს კანონპროექტი ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის სამი კრიტერიუმი, რომელიც არის შემოთავაზებული, ვერაფრით ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქთა სიაში. 

შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ სამივე კომპონენტს ასრულებენ კეზერაშვილი და ის სხვა ოლიგარქები, რომლებიც აღიარებითი ჩვენებებით, ფაქტებით და ოპოზიციის განცხადებებითვე იმჩნევენ, რომ შეიძლება იქნენ ოლიგარქებად“, - აცხადებს ოხანაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები