სააკაშვილის ადვოკატი - საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ნობელის მშვიდობის ლაურეატი ჩამოვიდა პაციენტის სანახავად და ჯერ კიდევ არ აქვს ამის შესაძლებლობა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელმა ადვოკატმა მოინახულა. 

როგორც ადვოკატმა მასიმო დანგელომ კლინიკა "ვივამედიდან" გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სააკაშვილთან შესვლის საშუალება ჯერჯერობით არ ეძლევა მის მოსანახულებლად ჩამოსულ ექიმ ჯეიმს ქობის.

"დიდი გზა გამოვიარეთ, რომ ჩამოვსულიყავით აქ და გვენახა პრეზიდენტი სააკაშვილი, ძალიან მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის და ერისთვის, რომელიც დაეხმარა სოციალური იდენტობის შექმნას აქ. ჩვენ პირდაპირ ვმუშაობთ აშშ-ისა და უკრაინის საელჩოებთან. ჩვენთან ერთად არის ექიმი ჯეიმს ქობი, რომელმაც მოიგო ნობელის მშვიდობის პრემია. ის ელოდება პრეზიდენტ სააკაშვილის ნახვას. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს შესვლის დასტური, რომ ვნახოთ პრეზიდენტი სააკაშვილი. 

საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ნობელის მშვიდობის ლაურეატი ჩამოვიდა პაციენტის სანახავად და ჯერ კიდევ არ აქვს ამის შესაძლებლობა. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მოვიპოვოთ ნებართვა ექიმი ქობისთვის, რათა შეაფასოს სააკაშვილის მდგომარეობა“, – განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები