სააკაშვილის ადვოკატი - იმედი მაქვს, სამართლიანობა გაიმარჯვებს და შევძლებთ ყველა მტკიცებულება წარვადგინოთ ტრიბუნალზე

იმედი მაქვს, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს და შევძლებთ ყველა მტკიცებულება წარვადგინოთ ტრიბუნალზე, რომელიც შემდეგ გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომ განაცხადა.  

მისი თქმით, ასეთი მაღალი რანგის ყოფილი მაღალჩინოსნის ინტერესები  აქამდე არ დაუცავს. 

"ჩემი აზრით, ვერავინ შეედრება პრეზიდენტს სააკაშვილს, იქედან გამომდინარე, რაც გააკეთა მან ქვეყნისთვის. მე თბილისში გავიარე და ვნახე ყველაფერი,  რაც მან გააკეთა. მშვიდობის ხიდი და მნიშვნელოვანი ნაგებობები, რომელიც აიგო თბილისსა და საქართველოში. ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც სწორედ სააკაშვილის ხელმძღვანელობის დროს წარიმართა. 

რაც შეეხება სტატუსს, არა, არასოდეს დამიცავს ასეთი მაღალი რეგალიის მქონე პირი. ის არის ისეთი ფიგურა, რომელსაც არ ყავს პარალელი, არ ჰყავს ანალოგი.  იმედი მაქვს, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს და შევძლებთ ყველა მტკიცებულება წარვადგინოთ ტრიბუნალზე, რომელიც შემდეგ გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას.  

მე არ ვარ პესიმისტი, მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიყავი ოპტიმისტი. დიდი იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ სამართლიანობას და გავაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, - განაცხადა მასიმო დანჯელომ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები