დომაგოი ჰაიდუკოვიჩი - ეს არ იქნება მოკლე და მარტივი გზა, ევროკავშირის წევრობა თავისთავად არ მიიღწევა

ევროკავშირის წევრობა და ის გზა, რომელსაც საქართველო ჯერ კიდევ გადის არის მამაცობის გზა. ეს არ იქნება მოკლე და მარტივი გზა. ევროკავშირის წევრობა თავისთავად არ მიიღწევა, - ამის შესახებ ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დომაგოი ჰაიდუკოვიჩმა ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

"ყველაზე დიდი ღირებულება გახლავთ საზოგადოების საოცარი ტრანსფორმაცია, რომელიც გვხვდება ამ პროცესის განმავლობაში. იცვლება ყველაფერი -  არა მხოლოდ კანონმდებლობა, არამედ ინსტიტუტები, ადამიანები, მენტალობა. საქართველომ უკვე აჩვენა თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი და სურვილი რომ იყოს ევროკავშირის წევრი. ჩვენ, ხორვატიის პარლამენტში ვწუხვართ, რომ  საქართველოს არ მიეცა კანდიდატის სტატუსი. ძალიან გთხოვთ გული არ აგიცრუვდეთ ამ გადაწყვეტილებით. მე მაქვს პოზიტიური განწყობა და მჯერა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მალე მიეცემა“, - განაცხადა ჰაიდუკოვიჩმა.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა როგორც ევროპულ სტრუქტურებში  საქართველოს გაწევრიანების მიმართ ასევე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები