გიორგი ჩალაძე - იმედი მაქვს, ეს დოკუმენტი ნათელს მოჰფენს ყველა არსებულ კითხვას

ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ნობელის პრემიის ლაურეატი ექსპერტის ჯეიმს კოლბის დაშვების მოთხოვნით აქცია დილიდან იმართება, მესამე პრეზიდენტის  ოჯახის წევრები და უცხოელი ადვოკატი მივიდნენ. 

მათ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ჩააბარეს დოკუმენტი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვდა.  

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ჩალაძის განცხადებით, კონსტრუქციულად არიან განწყობილი და იმედი აქვთ, რომ ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემას აღარ შექმნის. 

"წარმოდგენილი დოკუმენტი არის განახლებული წერილი და დასტური მისი სამუშაო გამოცდილების გასული 5 წლის განმავლობაში, სადაც დეტალურად არის მითითებული, რას საქმიანობდა, რას ნიშნავს კლინიკური საქმიანობა.  ეს არის პრაქტიკული სამედიცინო საქმიანობა დაწყებული დიაგნოზირებით, ასევე მკურნალობის სქემის შედგენით და ოპერირებით. ეს ადამიანი არის პრაქტიკოსი ექიმი, ვისაც ჩაბარებული აქვს ასობით ასეთი ოპერაცია.  იმედი მაქვს, ეს დოკუმენტი ნათელს მოჰფენს ყველა არსებულ კითხვას.  ჩვენი განწყობა არის კონსტრუქციული და მზად ვართ ნებისმიერ დროს ჩვენმა სამედიცინო და იურიდიულმა ჯგუფმა იმუშაოს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ. 

მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, დოქტორი კობი არსად წასვლას არ აპირებს, ვიდრე სააკაშვილს არ შეხვდება. 

"დოკუმენტაცია მოვიტანეთ და გვაქვს თხოვნა, იქნებ სწრაფად მოხერხდეს მისთვის ამ დოკუმენტაციის დაშვება. ადამიანი შორიდან,  აშშ-დან არის ჩამოსული და განწყობილია,  რომ ფეხს არ მოვიცვლი, სანამ არ შემახვედრებენო“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები