გიორგი ბოტკოველი - მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმის გამო ისჯება, რომ ყველაფერს აკეთებდა, რათა არცერთი სახელმწიფოს მხრიდან აფხაზეთის აღიარება არ მომხდარიყო

მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმის გამო ისჯება, რომ ყველაფერს აკეთებდა, რათა არცერთი სახელმწიფოს მხრიდან აფხაზეთის აღიარება არ მომხდარიყო, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" 10-წლიანი მმართველობა არის დაღუპვისა და უკუსვლის პერიოდი.  

"უმრავლესობა რომელი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე მუშაობს, როდესაც ჩვენ „ქართული ოცნების“ ფიქტიური თავმჯდომარისგან მოვისმინეთ, თურმე როგორ კარგად ყოფილა ყველაფერი ქვეყანაში და იმ მიღწევევით, რომელზეც ის საუბრობდა ევროკავშირის და კი არა, უკვე ნატო-ს წევრებიც უნდა ვიყოთ და აქეთ უნდა ვქმნიდეთ გაერთიანებას, რომლის წევრობისთვის ევროპის ქვეყნებს უნდა ვეპატიჟებოდეთ. 

"შეშფოთება“ მოვისმინეთ ბელარუსის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში არცერთი კონკრეტული ნაბიჯი არ დაგვინახავს არცერთი პროცესის და არცერთი ნაბიჯის გასაპროტესტებლად. 

განა მანამდე არ აიძულებდა რუსეთი და პუტინი ბელარუსიას,  ან  მის პრეზიდენტს, რომ აფხაზეთში ჩასულიყო, ან ეღიარებინა აფხაზეთის დამოუკიდებლობა?  სწორედ მიხეილ სააკაშვილს ეჭირა მხრებით ეს პროცესი, მისი ქმედებებით, მისი ბრძოლით, მისი საქმიანობებით შეჩერებული იყო ეს პროცესი და ფაქტობრივად, ლუკაშენკომ ვერ გადადგა ეს ნაბიჯი. 

ამ ხელისუფლების პირობებში ეს ნაბიჯი გადაიდგა, იმიტომ რომ ეს იყო შეთანხმებული  ბიძინა ივანიშვილთან.  ეს არის ერთობლივი  პროცესი, რაშიც ჩართული იყვნენ ლუკაშენკო, პუტინი და ბიძინა ივანიშვილი. 

დღეს მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმის გამო ისჯება, რომ ასეთ პროცესებს უშლიდა ხელს, ყველაფერს აკეთებდა,  რათა არცერთი სახელმწიფოს მხრიდან აფხაზეთის აღიარება არ მომხდარიყო“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები