ლუკაშენკო - ჩვენ ვმონაწილეობთ სპეციალურ ოპერაციაში, მაგრამ ჩვენთან მობილიზაცია არ იქნება

ალექსანდრე ლუკაშენკო ადასტურებს, რომ ბელარუსი უკრაინაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობს, თუმცა, უარყოფს, რომ ბელარუსი უკრაინაში ჯარებს აგზავნის რუსეთის დასახმარებლად. 

"მონაწილეობა მოიცავს დაჭრილების მკურნალობას, ლტოლვილების მიღებას და კონფლიქტის ბელარუსის ტერიტორიაზე გავრცელების პრევენციას, მაგრამ ჩვენ არავის ვკლავთ. ჩვენ სამხედროებს არსად არ ვაგზავნით. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ამავდროულად, ლუკაშენკომ "ყალბი" უწოდა ცნობებს იმის შესახებ, რომ ბელარუსი მობილიზაციისთვის ემზადება.

მისი თქმით, მან მართლაც დაავალა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურებს, გადაემოწმებინათ ყველა სამხედრო სამსახურში მყოფი რეზერვში მყოფი პირი, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ არ განმეორდეს რუსეთის შეცდომები.

"როგორც კი რუსეთში გამოცხადდა მობილიზაცია, ვხედავთ, რა ხარვეზებია. საკითხის არსში არ შევალთ - რუსეთის ფედერაციის გადასაწყვეტია, როგორ განახორციელოს მობილიზაცია. მაგრამ როცა გამოძახებები გაიგზავნა, ზოგიერთი ადგილზე არ იყო რუსეთში, ვიღაც გარდაიცვალა, ვიღაც გაიქცა, ვიღაც ავად არის, და ა.შ. ეს ჩვენთვის გაკვეთილია", - განაცხადა ლუკაშენკომ.

მსგავსი სიახლეები