შსს-ს კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა სკოლაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბათუმში, N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლისა და N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გამართეს შეხვედრა.

საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოზარდებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე: ბავშვთა უფლებები (ასაკის შესაბამისად), ნაადრევი ქორწინება, ბულინგი და ორგანიზებული დანაშაული. ღონისძიებები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 

სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს და მათთვის საინტერესო თემებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

კამპანიას - „ემეგობრე პოლიციას“ განგრძობითი ხასიათი ექნება და საზოგადოებრივი საინფორმაციო-შემეცნებითუ ღონისძიებები და შეხვედრები სხვადასხვა სკოლაში ქვეყნის მასშტაბით კიდევ ხუთი რეგიონის გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები