ირაკლი ზარქუა - ბატონი ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი, ის ყოველთვის იყო ქველმოქმედი, ჩვენი სახელმწიფოს მეგობარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ბიუროზე მომდევნო ოთხშაბათს დარეგისტრირდება.

"იცით, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ერთ-ერთი ნაწილია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება. ჩვენ მომზადებული გვაქვს ეს კანონპროექტი. როგორც ვენეციის კომისიამ თქვა და ახსნა, რომ უკრაინული მოდელი შესაბამისობაშია ამ ინიციატივასთან და აქედან გამომდინარე, მზად ვართ, ეს მივიღოთ. დღეს დარეგისტრირდა, ოღონდ არა ბიუროზე, არამედ ინიციატივად, ბიუროზე მომდევნო ოთხშაბათს დარეგისტრირდება და შემდეგ უკვე გამოვა სესიაზე.

ჩვენ ვასრულებთ 12-პუნქტიან გეგმას, ხოლო რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე დაიწყო რაღაც ლავირებები, ზუსტად იციან, რომ ეს ის კანონპროექტია, რომელიც ჩამოართმევს და პირდაპირ ოლიგარქად გამოაცხადებს, მათ შორის, მათ დამფინანსებლებს, ეს არის ბატონი კეზერაშვილი. კეზერაშვილი ხომ იცით, ვინ არის, ფული რომ მოჰპარა თავდაცვის სამინისტროდან ჩვენს ჯარისკაცებს და ახლა რომ იქიდან აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას და დემოკრატიის შუქურად რომ არის წარმოდგენილი მათი მხრიდან. მათაც შეეხება და სხვა მდიდარ დამფინანსებლებსაც, რომლებსაც პოლიტიკაშიც აქვთ ერთი ხელი, მეორე ხელით ტელევიზიას აფინანსებენ, კლასიკურად ჯდებიან ოლიგარქის განმარტებაში. 

ბატონი ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი, ის ყოველთვის იყო ქველმოქმედი, ის ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოს მეგობარი და რამდენიმე წლის წინ მან თქვა, რომ მე საჯაროდ ემიჯნებოდა პოლიტიკას. მათ შორის ტელევიზიაც, რომელიც ჰქონდა და უფლება ჰქონდა, გადასცა სხვას, ასე რომ ნუ აურევთ ერთმანეთში“, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები