"რუსეთის გმირ" კადიროვს პუტინმა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა

ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს შინაგანი ჯარების გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა, - ამის შესახებ კადიროვი სოციალურ ქსელში წერს.

"კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი მინდა გაგიზიაროთ. რუსეთის პრეზიდენტმა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მომანიჭა. განკარგულება ნომრით 709. პირადად შემატყობინა და მომილოცა“, - წერს ის.

კადიროვმა მადლობა გადაუხადა პუტინს მაღალი შეფასებისთვის და პირობა დადო, რომ "გამოცხადებულ ნდობას გაამართლებს". 

კადიროვი, რომელიც 2004 წლიდან "რუსეთის გმირის" წოდებას ატარებს, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გენერალ-ლეიტენანტი იყო.