ნიკა ჩიტაძე - ხელისუფლებას უნდა შექმნას პრორუსული, მართული ოპოზიცია, რომ მის ფონზე თვითონ უფრო პროგრესული გამოჩნდეს

ხელისუფლებას უნდა შექმნას პრორუსული, მართული ოპოზიცია, რომ მის ფონზე თვითონ უფრო პროგრესული გამოჩნდეს, - ამის ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ამასთანავე მმართველი ძალა ცდილობს  მართული ოპოზიციით ჩაანაცვლოს მთავარი ოპოზიციური პარტიები.   

როგორც ჩიტაძე აღნიშნავს, პრობლემა ისაა, რომ არიან ადამიანები, ვისაც სჯერა ამ "განდგომილების" ანტიდასავლური განცხადებების. 

"ხელისუფლებას უნდა შექმნას პრორუსული,  მართული ოპოზიცია, რომ მის ფონზე თვითონ უფრო პროგრესული გამოჩნდეს. ხელისუფლების მიზანი ანტიამერიკული კამპანიის აგორებაა, მაგრამ არა "ქართული ოცნების“ სახელით, არამედ ე.წ. განდგომილების სახელით,  რომ რეტროგრადულად განწყობილი ადამიანები მიემხრონ ამ განდგომილებს.  პრობლემა ისაა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ამ განცხადებების, რომ აშშ-ს უნდა ომში ჩაგვითრიოს და ხელისუფლებამ აგვაცილა ეს განსაცდელი“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

მისი თქმით, ივანიშვილს  თავიდანვე  ჰქონდა პრორუსული ძალის ჩამოყალიბების განზრახვა.  

"ივანიშვილის მიზანი თავიდანვე იყო პრორუსული ძალის შექმნა. როდესაც ის მოვიდა ხელისუფლების სათავეში, გააქტიურებისკენ მოუწოდებდა ნინო ბუჯანაძეს, ასევე  სალომე ზურაბიშვილს, რომელიც აცხადებდა, რომ საქართველომ საკუთარი ტერიტორიები დაბომბა. მას სურდა,  რომ „ქართულ ოცნებას“ პრორუსული ძალის სახით ჰყოლოდა მთავარი ოპოზიცია და არა ვთქვათ,  "ნაცმოძრაობის“. შემდეგში 2016 წელს მხარს უჭერდა „პატრიოტთა ალიანსს“, რომ მას გაეყვანა დეპუტატები. „პატრიოტთა ალიანსი“ გამოიყენეს 2018 წელს, როდესაც ინაშვილმა თავი მოუყარა ამ პრორუსულ ძალებს და მოუწოდა ხმა მიეცათ სალომე ზურაბიშვილისათვის. შემდეგ იყო ფილარმონიის შეკრება, იქ „უცნობი“ იყო, დავით მაღრაძე,  ვითომ უკმაყოფილოები  ხელისუფლების პოლიტიკით. შემდგომში კიდევ იყო მცდელობები პრორუსული ცენტრის შექმნის, ახლა დადგა "განდგომილების“ ჯერი“, - განაცხადა ჩიტაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები