ბადრი ჯაფარიძე - დეოლიგარქიზაცია მმართველობის სტილის შეცვლაა და არა რომელიმე ადამიანის წინააღმდეგ კანონის მიღება

დეოლიგარქიზაცია მმართველობის სტილის შეცვლაა და არა რომელიმე ადამიანის წინააღმდეგ კანონის მიღება, - ამის შესახებ პარტია "ლელოს“ ლიდერმა  ბადრი ჯაფარიძემ  განაცხადა.

მისი თქმით, მმართველობის სტილის შეცვლას არ ჭირდება ახალი კანონის მიღება, საჭიროა იმ კანონების დაცვა,  რაც არსებობს. 

"საქართველოს დღევანდელი მმართველობა ევროკავშირის მიერ  მიჩნეულია როგორც ოლიგარქიული მმართველობა,  ლაპარაკია ქვეყნის მართვაზე. ის შეაფასეს, როგორც ოლიგარქიული მმართველობა. "დეოლიგარქიზაცია“ არის იგივე 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც ფეხქვეშ გათელა "ქართულმა ოცნებამ“. 

საუბარია იმაზე, რომ უნდა გათავისუფლდეს სასამართლო, უნდა გათავისუფლდეს მთლიანობაში მართლმსაჯულების სისტემა, უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ისეთი საარჩევნო კანონმდებლობა იქნეს მიღებული,  რომელიც გამორიცხავს იმ მანიპულაციებს და თაღლითობას, რომელსაც "ქართული ოცნება" ჩადის ყოველ არჩევნებზე, ეს არის დეოლიგარქიზაცია და არა ერთი რომელიმე კანონის მიღება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები