დიმიტრი ხუნდაძე - ეს ხელისუფლება არ არის, რომელიც გარე დაკვეთებს შეასრულებს, ასეთი მორჩილი ხელისუფლება იყო მიხეილ სააკაშვილის სახით

თუკი ამერიკაში შეიძლება, კონგრესმენმა დასვას კითხვა ნებისმიერი ელჩის მიმართ, ჩვენთან რატომ არ შეიძლება, რომ მე, დეპუტატმა დავსვა კითხვა, – ამის შესახებ მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

"თუ ამერიკაში არ შეიძლება, რომ პოლიტიკოსები ჩაანაცვლოს არასამთავრობო სექტორმა, ჩვენთან რატომ შეიძლება? თუკი ამერიკაში შეიძლება, კონგრესმენმა დასვას კითხვა ნებისმიერი ელჩის მიმართ, ჩვენთან რატომ არ შეიძლება, რომ მე, დეპუტატმა დავსვა კითხვა? მაგალითად, ჩვენ დავსვით კითხვა, იყო თუ არა მოსამართლის აშშ-ში ვიზიტის დაბლოკვის მიზეზი მისი სასამართლო გადაწყვეტილება. თქვეს, არაო. მერე თვითონ მოსამართლე გამოვიდა და თურმე, ის საელჩოში დაიბარეს და ახსნა-განმარტებები მოსთხოვეს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და არ გაუშვეს. ჩვენ დავსვით კითხვა, იყო თუ არა კელი დეგნანის შეხვედრა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, თქვეს, არა არ ყოფილა, დიდი ხანია არ შევხვედრივართო. არადა, ჩვენ მივუთითეთ 24 თებერვლის შემდეგ. მერე აღმოჩნდა, რომ ეს შეხვედრა იყო და შემდეგ მანაც აღიარა. რატომ იყო ეს დასამალი? იმალება ის, რაც დასამალია. მერე თვითონ ელჩმა განმარტებაც გააკეთა, არა, ჩვენ რომ შევხვდით, პარტნიორულ ურთიერთობებზე ვისაუბრეთო. თუ ამაზე იყო საუბარი, ამაზე ყოველდღე უნდა ვისაუბროთ და რა არის ამაში დასამალი? ანუ, კიდევ დამატებითი კითხვა გაჩნდა. ესე იგი, იქ სხვა რამ იყო“, – განაცხადა ხუნდაძემ.

შეკითხვაზე, მისი აზრით, აშშ-ის საელჩოს სურს თუ არა ხელისუფლების შეცვლა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ დიდი სცენარის ავტორებს ამის მცდელობა აქვთ.

"სურთ იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც გარე დაკვეთებს შეასრულებს, თუნდაც, იმ დიდი სცენარისათვის აუცილებელ პირობას, რომ საქართველო მეორე ფრონტი გახდეს. არ შეასრულებს ამას და რა თქმა უნდა, ასეთი დიდი გლობალური გადმოსახედიდან, თუ ვინმე პატარა ჯიუტობს, რა თქმა უნდა, მისი შეცვლა სჯობს მორჩილით და ასეთი მორჩილი ხელისუფლება ჰყავდა მიხეილ სააკაშვილის სახით. ის რომ აქ შემოვიდა, ნუ გგონიათ, რომ სცენარის მიღმა მოხდა, შემთხვევით, მაწვნებში ჩაყო თავი და შემოვიდა. ეს სწორედ იმ სცენარის ნაწილია, იმ სცენარის, რომელიც შემდეგ განვითარდა, მაგრამ ხელისუფლება აღმოჩნდა მყარი, არარყევადი, არადამოკიდებული და მიუჩინა თავისი ადგილი“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები