მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი 2024 წლის 1 მარტამდე რჩება ძალაში

სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლის მოქმედება 2024 წლის 1 მარტამდე შეჩერდება. შესაბამისად, ამ დრომდე ძალაში რჩება სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი.

ამას ითვალისწინებს კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა.

მომხსენებელმა, დავით სონღულაშვილმა განმარტა, რომ კანონპროექტის მიხედვით, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველად განისაზღვრება მხოლოდ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოები. ასევე, საქართველოს მთავრობას აღარ ევალება „აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების წესისა და მათი პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ“ დადგენილების მიღება.

მისი თქმით, არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების საკითხის  2024 წლის 1 მარტამდე შეჩერება, 2022 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედების ნაცვლად, გამოწვეულია იმით, რომ  აკრედიტაციის პროცედურების დაწყებას, აკრედიტაციის მოპოვებას, შემდგომ გამოცდების ორგანიზებას საკმაო დრო სჭირდება, შესაბამისად 2022 წლის 1 ოქტომბერს მუხლის ამოქმედება გამოიწვევს იმას, რომ  ამ დროისთვის ბაზარზე არ იარსებებს სერტიფიცირებული არქიტექტორები და ინჟინერ-მშენებლები.

კომიტეტმა ასევე მეორე მოსმენით იმსჯელა გამომდინარე კანონპროექტზე „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს განხილულ ცვლილებებს, რომელიც პლენარულ სხდომას წარედგინება.

კანონპროექტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

უახლესი ამბები