ზურაბ ბატიაშვილი - რუსეთის პასუხი შეიძლება იყოს ფრთოსანი რაკეტები კიევზე, ან ხიდებზე

ყირიმის ხიდი არის ანექსიის სიმბოლო, რუსეთის პასუხი შეიძლება იყოს ფრთოსანი რაკეტები კიევზე, ან ხიდებზე, -  ამის შესახებ რონდელის ფონდის მკლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ამ დილით რუსეთის უძლეველობის მითი კიდევ ერთხელ დაიმსხვრა. 

"ყირიმის ხიდის აფეთქება არა მხოლოდ სამხედრო,  არამედ სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს, რადგან ეს არის ანექსიის სიმბოლო, მისი განადგურება მნიშვნელოვანი დარტყმა არის ამ სიმბოლოების მიმართ. ეს არის დარტყმა რუსეთის უძლეველობის მითზე, რომ ეს ხიდი არის საუკეთესოდ დაცული და რომ რუსეთის უშიშროების სამსახურები თითქოსდა,  კარგად მუშაობენ. ეს მითი ამ დილით დაიმსხვრა, რასაც ვულოცავ ყველას. 

ეს ნიშნავს იმასაც, რომ უფრო ნაკლები შეიარაღება იქნება მიწოდებული სამხრეთის ფრონტზე, რაც ნიშნავს რომ ნაკლები უკრაინელი ქალი და ბავშვი დაიღუპება ამ ომში“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთს ამაზე რეაგირება სავარაუდოდ ექნება, მაგრამ არა ბირთვული. 

"რუსეთის პასუხი შეიძლება იყოს ფრთოსანი რაკეტები კიევზე, ან უკრაინის ხიდებზე, სავარაუდოდ, მდინარე დნეპრზე. არ მგონია, რომ ამის ადეკვატური პასუხი იყოს ბირთვული იარაღით შეტევა უკრაინაზე“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.  

ყირიმის ხიდზე, რომლითაც ანექსირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ჩანგრეულია ყირიმის ხიდის საავტომობილო მონაკვეთიც.

ყირიმის ხიდი 19-კილომეტრიანია. ის პუტინის დავალებით აშენდა და 2018 წელს გაიხსნა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები