ბიორეგულაციური მიდგომებით დარღვევების კორექციის თემაზე თბილისში სამეცნიერო სიმპოზიუმი იმართება

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი თემაზე - "ბიორეგულაციური თერაპიის როლი თანამედროვე მედიცინის ოპტიმიზირებაში“ იმართება.

სიმპოზიუმი, რომელიც დილიდან გაიხსნა, გერმანული კომპანია ”ჰეელის” ორგანიზებით ტარდება და მასში გერმანიიდან, ლიეტუვიდან, უკრაინიდან და საქართველოდან საერთაშორისოდ ცნობილი და აღიარებული პროფესორები მიიღებენ მონაწილეობას. სიმპოზიუმს 200-ზე მეტი ექიმი მონაწილეობს. 

ლიეტუვის ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, პროფესორი დალიუს ბარკაუსკაისკი სიმპოზიუმზე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე "ბიორეგულაციური საინექციო ტექნიკები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროს“.

უკრაინაში მოღვაწე ქართველი ექიმის, პროფესორ ბესიკ შამუგიას თქმით, ნებისმიერი სპეციალობის ექიმი, რომელიც  სიმპოზიუმს დაესწრება, მოკლე დროის განმავლობაში მიიღებს მაღალეფექტურ და საიმედო ინსტრუმენტს ყოველდღიური პრაქტიკისთვის.

"ბოლო დროს სულ უფრო აქტუალურია ცხოვრების ჯანსაღი  წესი, რომელიც  მიმართულია სხვადასხვა დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაძლიერებისკენ. ცხოვრების ჯანსაღი წესი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ორგანიზმზე გარემო ფაქტორების (ტექნოლოგიური, ეკოლოგიური, ფსიქო-ემოციური, პოლიტიკური და სამხედრო) უარყოფითი ზეგავლენა გაიზარდა. ამ სახის ცვლილებები უარყოფითად მოქმედებენ ჯანმრთელობაზე. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს ალოპათიური პრეპარტების უსაფუძვლო მიღება, რაც ადამიანის ორგანიზმზე ტოქსიურად მოქმედებს. საერთაშორისო სიმპოზიუმზე წამყვანი სპეციალისტები გერმანიიდან, ლიეტუვიდან, უკრაინიდან და საქართველოდან მოხსენებას წაიკითხავენ კომპანია "ჰეელის" კომპლექსური ბიორეგულაციური პრეპარატებით მრავალი დაავადების მკურნალობის შესახებ“, -  განაცხადა ბესიკ შამუგიამ.​

მისი თქმით, მსგავსი სახის ღონისძიებები ევროპის არაერთ ქვეყნაში ტარდება.

"მოხარული ვარ, რომ საქართველო არ ჩამორჩება და 2014 წლიდან  უკვე მეშვიდმეტედ ტარდება ასეთი სახის ღონისძიება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებშიც", - აცხადებს  პროფესორი.

უახლესი ამბები