მამუკა მამულაშვილი - საქართველოს კოლაბორანტი ხელისუფლებისგან მხარდაჭერას არასდროს ველოდებოდით

პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ მიუთითა რუსულ სპეცსამსახურებს, თუკი ტყვედ მოხვდებოდნენ უკრაინის მხარდასაჭერად  ჩამოსულები, დაეხვრიტათ ისინი, - ამის შესახებ უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა  მამულაშვილმა განაცხადა. 

ის უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ედიშერ კვარაცხელიას დაღუპვის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი იყო.  

"ედიშერ კვარაცხელია ქართულ ლეგიონში იყო 2 წელზე მეტხანს, ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი და იდეოლოგიურად  განწყობილი. სამხედრო ინჟინერი იყო, გამნაღმველი  და სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, თავისმა პროფესიამ შეიწირა. საქართველოს კოლაბორანტი ხელისუფლებისგან მხარდაჭერას არასდროს ველოდებოდით, ასე რომ, ეს არ გვიკვირს. საუბარია იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ მიუთითა რუსულ სპეცსამსახურებს, თუკი ტყვედ მოხვდებოდნენ ადამიანები, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად არიან ჩამოსულები, დაეხვრიტათ ისინი“, - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.  

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის  ბრძოლაში 20 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში დაღუპული არცერთი ქართველი მებრძოლისთვის პატივისმისაგებად არ მისულან.

მსგავსი სიახლეები