გელათის სამონასტრო კომპლექსის ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციასა და ფოტოებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მონასტერში 10 ოქტომბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად, დამწვარია მთავარი ტაძრის ჩრდილო- დასავლეთით მდებარე შენობის ნაწილი, რომელსაც მონასტრის წინამძღვრის კელიის დანიშნულება ჰქონდა.
ზუსტი მონაცემები, რა ოდენობის ფართობი დაიწვა, ჯერჯერობით არაა ცნობილი.