ევროპული ქვეყნების პრეზიდენტები რუსეთს - ქალაქების დაბომბვა ომის დანაშაულია, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს

ბულგარეთის, მონტენეგროს, ჩეხეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრეზიდენტები უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს გმობენ.

"შეგახსენებთ, რომ სამხედრო დანაშაულს და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს და მთელი მსოფლიოს სასამართლოების იურისდიქციაში ხვდება. ჩვენი ქვეყნების სახელით, მოვითხოვთ, რუსეთმა შეწყვიტოს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები“,  – აღნიშნულია პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში.

მათივე განცხადებით, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა მიუღებელია. 

"ამ კონტექსტში ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, დავიცვათ ჩვენი ქვეყნები და მოკავშირეები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები