გიორგი მშვენიერაძე - "ქართული ოცნება" ჩვენთან ბრძოლით სინამდვილეში ებრძვის დემოკრატიას

"ქართული ოცნება" ჩვენთან ბრძოლით სინამდვილეში ებრძვის დემოკრატიას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობაში სრული ნიჰილიზმია, რასაც ხელისუფლება კიდევ უფრო ახალისებს. 

"ქართული ოცნება" ჩვენთან ბრძოლით სინამდვილეში ებრძვის დემოკრატიას, რომელიც საქართველოში მყარი და ძლიერი არასდროს ყოფილა, საზოგადოების ნაწილს აქვს ნიჰილისტური დამოკიდებულება ამ დემოკრატიული ფასეულობების მიმართ, მას ყველა ხელისუფლება ამ წლების მანძილზე უმტკიცებს, რომ დემოკრატიაში ცხოვრობს, ხალხი ფიქრობს, დემოკრატია თუ ასეთ უბედურ ცხოვრებას ნიშნავს, იქნებ არც არის კარგი. ამ ნიჰილიზმის კიდევ უფრო გაღრმავებას ხელს უწყობს ხელისუფლება.  ცხადია, არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას არ აძლევენ საშუალებას აცდნენ დემოკრატიას და სადაც დემოკრატია არ არის,  ასრულებენ მნიშვნელოვან როლს, რომ ხელისუფლებები დააბრუნონ დემოკრატიზაციის პროცესში“, - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე. 

მისი თქმით, პრობლემა ისაა,  მმართველი ძალის მოწინააღმდეგეები არ არიან ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებულები.

"აქ მხარე არ არსებობს, არსებობს "ქართული ოცნების“ ბევრი მოწინააღმდეგე, მაგრამ ეს მოწინააღმდეგეები არ წარმოადგენენ ერთ მხარეს, ეს არის, რითაც "ქართული ოცნება" ახერხებს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას, აქეთა მხარის არსებობისათვის აუცილებელია არსებობდეს, ერთი ან ორი ძირითადი იდეა, რომლის ირგვლივაც საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდება, ვფიქრობ, რომ ეს იდეა არის ქვეყნის ევროპული მომავალი“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები