რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების საქმეზე 8 ადამიანი დააკავა

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების საქმეზე 8 ადამიანია დაკავებული, მათ შორის 5 რუსეთის, სამი კი უკრაინის და სომხეთის მოქალაქეები.

"ფეესბეს" მტკიცებით, "ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო და მისი უფროსი კირილ ბუდანოვი".

"აგვისტოს დასაწყისში, ტვირთი გაიგზავნა ოდესის საზღვაო პორტიდან ბულგარეთის რუსზე ხელშეკრულებით No02/08/2022 კიევის კომპანია Translogistic UA LLC-სა და ბულგარულ Baltex Capital S.A-ს შორის.

ბულგარეთიდან იგი საქართველოს პორტის ფოთისკენ გაემართა, შემდეგ კი სომხეთში.

გადაცემაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები - მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები - სანდრო ინოსარიძე და ბროკერი სახელად "ლევანი", ასევე სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი.

29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევანში, ტრანსალიანსის ტერმინალში, ტვირთის განბაჟება EAEU-ს (ევრაზიის ეკონომიკური კავშირი) წესებით განხორციელდა და საბუთები შეიცვალა. 

საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანაზე ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საგუშაგოზე გადაკვეთა, ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადმოიტვირთა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები