გიორგი რუხაძე - ყველა ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი არის სისულელე და გამოგონილი ისტორია, მაგრამ პასუხია საჭირო

ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი არის სისულელე და გამოგონილი ისტორია, მაგრამ პასუხია საჭირო, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მიერ საქართველოსა და ქართველების  მოხსენიების შესახებ ინფორმაციას. 

რუხაძის თქმით, ეს არის ბრალდება და მისი იგნორირება არ შეიძლება. 

"რა თქმა უნდა,  ეს არის ბრალდება საქართველოს წინააღმდეგ და არაფრით არ შეიძლება ამის უპასუხოდ დატოვება. თუ შენ ამაზე პასუხს არ სცემ, გამოდის, რომ ან იცოდი, რომ ტროტილით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა მოძრაობდა და სპეციალურად დერეფანი შეუქმენი, ან საერთოდ ისე გაქვს მოღიავებული საზღვრები, რომ როგორ შემოდის და გადის ამ ტიპის მანქანა, ამას ვერ ხვდები. 

როგორადაც არ უნდა იყოს, პასუხია საჭირო, ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი არის სისულელე და გამოგონილი ისტორია, რომ რაღაცნაირად გაამართლონ შემდეგ ის პოლიტიკა, რომელიც ყირიმის ხიდთან აქვთ რუსებს, შესაბამისად, ამის უპასუხოდ დატოვება, ჩემი აზრით დანაშულია“, -  განაცხადა რუხაძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები