აკია ბარბაქაძე - დამნაშავე ეძებონ საკუთარი სპეცსამსახურების სისუსტეში, თუ საერთოდ მათი მოწყობილი არ არის ეს აფეთქება

დამნაშავე ეძებონ საკუთარი სპეცსამსახურების სისუსტეში, თუ მათი მოწყობილი არ არის ეს აფეთქება და სხვებს არ აბრალებენ, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით რუსეთის ბრალდების საპასუხოდ განაცხადა. 

მისი თქმით, ყირიმის ხიდის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი რუსეთის სპეცსამსახურებია.  

"რუსული ვერსიით, როგორც ვიცით,  ეს მანქანა აგვისტოდან დადიოდა. ძალიან სწრაფად გამოაცხვეს ეს ვერსია და საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებენ. ყველაზე დიდი მანძილი გაიარა რუსეთის ტერიტორიაზე. ყველაზე მეტად პასუხისმგებელი და დაინტერესებული იმ ხიდის უსაფრთხოებაზე არის "ფეესბე" და რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები,  ამიტომ დამნაშავე ეძებონ საკუთარი სპეცსამსახურები სისუსტეში, თუ მათი მოწყობილი არ არის  ეს აფეთქება საერთოდ და სხვებს არ აბრალებენ.

წესით, საქართველოს ხელისუფლება უნდა უარყოფდეს ამას, იქეთ უნდა უყენებდეს პრეტენზიას რუსეთის ხელისუფლებას, ისევე როგორც ამას აკეთებს ბულგარეთის ხელისუფლება, უკრაინის ხელისუფლება.

ეს ყველაფერი მას სჭირდება იმ დანაშაულების და არაადამიანური სისასტიკის გადასაფარად, რასაც უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდი და გაწყვეტა ჰქვია, რასაც ის აწარმოებს გეგმაზომიერად“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.  

რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ავტომანქანამ, რომელიც  ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქებაში  მონაწილეობდა,  გადაკვეთა ბულგარეთის,  საქართველოს და სომხეთის საზღვრები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები