გიორგი კაკაურიძე - საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ სატვირთოს თუ ვაგონს

ჩვენმა ყველა საერთაშორისო პარტნიორმა ძალიან კარგად იცის, კონტროლის ნაწილში საბაჟო სამსახურები როგორ მუშაობენ, როგორც ევროკავშირის, ისე ამერიკის მხრიდან, მუდმივ რეჟიმში გვაქვს თანამშრომლობა მათთან, რამდენიმე დღის წინანდელ შეხვედრებზეც აისახა და საბაჟო სამსახურს დიდი მადლობა გადაეცა ამისთვის, – ასე გამოეხმუარა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სატვირთო ავტომანქანამ, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, საქართველოს ტერიტორიაც გაიარა.

კაკაურიძის თქმით, საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არც ერთ ტროტილით დატვირთულ ტვირთს და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ სატვირთოსა თუ ვაგონს.

"გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არანაირი დასაბუთება არ დგას. საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არც ერთ ტროტილით დატვირთულ ტვირთს და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ სატვირთოს თუ ვაგონს. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ სახელმწიფო საზღვარი გაიარა, გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან. თუმცა, ის, რომ ვიღაცამ თქვა და ამიტომ მე თავი უნდა ვიმართლო, არ ვფიქრობ, რომ თავი უნდა ვიმართლო. მე ვიცი, რომ საბაჟო საზღვარი არ გაუვლია“, – განაცხადა კაკაურიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები