გიორგი მშვენიერაძე - "ქართული ოცნების" პოლიტიკა თანხვედრაშია რუსულ პოლიტიკასთან

"ქართული ოცნების" პოლიტიკა არის არა რუსეთის არგაღიზიანება, არამედ მისი პოლიტიკა თანხვედრაშია რუსულ პოლიტიკასთან, - ამის შესახებ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივების" თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს მმართველი ძალა ცივილიზაციის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ომში რუსეთს გულშემატკივრობს.   

"ქართული ოცნების" პოლიტიკა არის არა რუსეთის არგაღიზიანება, არამედ  მისი პოლიტიკა თანხვედრაშია რუსულ პოლიტიკასთან.   ის კი არა, რომ მტრად აღიქვამს და მტერს ერიდება, ასეთ ამბად არ უყურებს, პირიქით, არ განიხილავენ რუსეთს მტრად, ეს იგრძნობა ყოველ ნაბიჯში, რიტორიკასა და მოქმედებაში. ეს ყველაზე კარგად ჩანდა, ომი რომ ახალი დაწყებული იყო და ყველამ ერთად  ევტუშენკოვისა და ივანიშვილის საუბრის ჩანაწერები მოვისმინეთ.  ჩანს,  ვის გულშემატკივრობს ამ  ომში. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ნათელ მხარეს, რომელსაც ქვია დასავლური ცივილიზაცია, ამ ცივილიზაციას იცავენ დღეს უკრაინელი ადამიანები,  ჯარისკაცები საკუთარი სიცოცხლის ფასად. ამ დროს საქართველოს ხელისუფლება  სიტყვიერად ხანდახან კი წარმოთქვამს, რომ უკრაინის მხარეს არის, მაგრამ ყოველდღიურად ვხედავთ თითოეული რუსული მარცხი არის მათი მარცხიც“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები