ნუგზარ კოხრეიძე - მზად ვარ ყველას გავუზიარო ის ხედვები, რაც სახალხო დამცველის მუშაობასთან მიმართებით მაქვს

მზად ვარ ყველას გავუზიარო ის ხედვები, რაც სახალხო დამცველის მუშაობასთან მიმართებით მაქვს, - ამის შესახებ Front News-ს სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატმა, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგის" თავმჯდომარემ ნუგზარ კოხრეიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, კომისიის შეფასება მისთვის მნიშვნელოვანია, მომდევნო ეტაპზე კი მზად არის საკუთარი ხედვა  ყველა დაინტერესებულ პირს გაუზიაროს.   

"მადლობა მინდა ვუთხრა კომისიის წევრებს შეფასებისთვის.  ვფიქრობ,  შემდეგ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება უფრო მეტი ვისაუბრო ჩემს ხედვებზე. იმედი მაქვს, კომისიის ეს  შეფასება და ის გარემოება,  რომ ჩემს კანდიდატურას 52 რეგიონულმა,  სხვადასხვა პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოუცხადა მხარდაჭერა,  გათვალისწინებული იქნება საპარლამენტო ფრაქციების მიერ. ამ პროცესში მონაწილეობისთვის მზად ვარ, ასევე  მზად ვარ ყველას გავუზიარო ის ხედვები,  რაც სახალხო დამცველის მუშაობასთან მიმართებით მაქვს და მოვისმინო მათი ხედვები,  რომ საბოლოოდ შედგეს საერთო პროგრამა უკეთესი და უფრო დამოუკიდებელი სახალხო დამცველის ინსტიტუციის მისაღწევად“, - განაცხადა კოხრეიძემ.

სახალხო დამცველობის მსურველთა კანდიდატების  დაჯამებული ქულების მიხედვით ნუგზარ კოხრეიძე ანა აბაშიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის შემდეგ მესამე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები