კომპანია SpaceX გააგრძელებს უკრაინისთვის Starlink-ის სატელიტური კომუნიკაციების უფასოდ მიწოდებას.
ამის შესახებ SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი "ტვიტერზე" წერს.
"მიუხედავად იმისა, რომ Starlink კვლავ კარგავს ფულს და სხვა კომპანიები მილიარდობით დოლარს იღებენ გადასახადის გადამხდელებისგან, ჩვენ უბრალოდ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის უფასოდ დაფინანსებას“, - წერს მასკი.
SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ SpaceX-ს უკრაინაში Starlink-ის ინტერნეტ სერვისის განუსაზღვრელი ვადით დაფინანსება არ შეუძლია.
ილონ მასკის თქმით, Starlink-ი უკრაინაში სატელიტური სერვისების მხარდაჭერაზე თვეში თითქმის 20 მილიონ დოლარს ხარჯავს.
The hell with it … even though Starlink is still losing money & other companies are getting billions of taxpayer $, we’ll just keep funding Ukraine govt for free