მაია სანდუ - ვერ დავუშვებთ, რომ აგრესიამ და შიშმა გაიმარჯვოს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობის აღსადგენად

12-წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი და წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სამი ათწლეული შეგვისრულდა, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენმა ქვეყნებმა პირველივე დღიდან დაგმეს რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა, განადგურდა ათობით ქალაქი და სოფელი, სახლებიდან​ გააძევეს მილიონობით ადამიანი. ჩვენ ვთავაზობთ მხარდაჭერას და თავშესაფარს იმ უკრაინელებს, რომლებიც გამოიქცნენ ჩვენს ქვეყნებში. 

უნდა დაისაჯოს ეს დიდი კრიმინალი – ომის დანაშაული, რომელიც ჩადენილია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ვაღიარებთ, რომ ეს არის არალეგალური ანექსირების მცდელობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პატივისცემა, უპირობო მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ვაღიარებთ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ეს კიდევ უფრო რელევანტურია, რადგან როგორც მოლდოვას, ასევე საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტები აქვთ ტერიტორიებზე.

ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ აგრესიამ და შიშმა გაიმარჯვოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა აღვადგინოთ მშვიდობა და საერთაშორისოდ აღიარებული წესრიგი. საქართველოსა და მოლდოვას სურთ ჰარმონიული განვითარება, მშვიდობა და კეთილდღეობა მათი მოქალაქეებისთვის. გვსურს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება, გვსურს, გავაგრძელოთ მთავრობათაშორისი კომისიის თანამშრომლობა, იქნება ეს ეკონომიკური, სხვადასხვა კონტაქტების გაძლიერების კუთხით, თუ ადამიანური რესურსების კუთხით. გვსურს, გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება, რათა შევებრძოლოთ პროპაგანდას და დეზინფორმაციას“, – განაცხადა მაია სანდუმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები