ლაშა ფურცხვანიძე - მე პასუხისმგებლობა უკვე მაქვს ღმერთისგან სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა პასუხისმგებლობა იქნება, ამ ეტაპზე არ მაინტერესებს

ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით დღეს, 17 ოქტომბერს კომპანია "გრინსერვის პლუსის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კიდევ ერთხელ გამოკითხეს. ის გამოკითხვაზე უკვე მესამედ იმყოფებოდა. 

ფურცხვანიძის თქმით, ელექტროობა შემოწმებული იყო.

"შემოწმებული ელექტროობა, შემოწმებული იყო დაინსტალირების დროსაც და მერეც იყო შემოწმებული, დამატებითი, კონკრეტული კითხვები კითხეთ გამოძიებას.

მე პასუხისმგებლობა უკვე მაქვს ღმერთისგან სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა პასუხისმგებლობა იქნება ეგ მე სიმართლე რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს", - განაცხადა ფურცხვანიძემ. 

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად სამი მოზარდი დაშავდა, მათგან ერთის - 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უახლესი ამბები