გერმანიის დაზვერვა - პუტინმა უკრაინაში შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს

გერმანიის უმსხვილესი სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა არსებობს, რამდენადაც ომში დამარცხებამ შესაძლოა, "ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნას პუტინის მმართველობას“, - ამის შესახებ Spiegel წერს.

ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ბრუნო კალი მიიჩნევს, რომ საქმე შეიძლება უკრაინის ტერიტორიაზე "სუბსტრატეგიული ბირთვული იარაღის“ გამოყენებამდე მივიდეს.

მისი თქმით, პუტინმა შესაძლოა, გადადგას ასეთი ნაბიჯი, რათა უკრაინას ნაკარნახევი მშვიდობა მოახვიოს თავს, ვინაიდან რუსული მხარე არ აჩვენებს რაიმე ნიშანს კომპრომისზე წასვლის შესახებ შესაძლო მოლაპარაკებებში.

როგორც ბრუნო კალი აღნიშნავს, მის სამსახურს არ გააჩნია მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი გეგმავს სტრატეგიული ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას.

ამასთან, მან უკრაინაში პუტინის ქმედებებს უწოდა "ომის გამოცხადება მთელი თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროსთვის“. 

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს თავისი შეფასება მისცა კონსტიტუციის დაცვის სამსახურის (BfV) პრეზიდენტმა თომას გალდენვანგმაც.

მისი თქმით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში "შეცვალა თამაშის წესები" უსაფრთხოების ყველა სფეროში, რაც პირდაპირ აისახება გერმანიის შიდა უსაფრთხოებაზე. აპრილში ფედერალურმა მთავრობამ ქვეყნიდან 40 რუსი ჯაშუში გააძევა, თუმცა BfV-ის ხელმძღვანელის თქმით, აგენტების თემა სავარაუდოდ, ამით არ ამოწურულა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები