რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები ისევ გაიტაცეს

"ენერგოატომის" ინფორმაციით, 17 ოქტომბერს, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე თანამშრომელი გაიტაცეს.

კომპანიის ცნობით, რუსებმა დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს ელექტროსადგურის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ოლეგ კოსტიუკოვი და ქარხნის გენერალური დირექტორის თანაშემწე ოლეგ ოშეკი.

მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

"მოვმართავთ IAEA-ს გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსს და მთელ მსოფლიო საზოგადოებას, გამოიყენონ ყველანაირი ძალისხმევა და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა გაათავისუფლონ ელექტროსადგურის თანამშრომლები რუსი ტერორისტების ტყვეობიდან და ხელი შეუწყონ მათ სამსახურში დაბრუნებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მანამდე, 10 ოქტომბერს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის მოადგილე ვალერი მარტინიუკი გაიტაცეს.

1 ოქტომბერს რუსებმა ასევე გაიტაცეს ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი იგორ მურაშოვი, თუმცა ორი დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები