წყალტუბოში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით აქცია-პერფომანსი გაიმართა

წყალტუბოში,  მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების  მიზნით აქცია-პერფომანსი გაიმართა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რაიონული საავადმყოფოსა და ა(ა)ი.პ საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრის ექიმები "ვარდისფერი ოქტომბრის" საერთაშორისო კამპანიას შეუერთდნენ.

"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უკვე წლებია, მხარს უჭერს და თანადგომის მიზნით გეგმავს საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ქალბატონებთან, რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია დაავადების დროული აღმოჩენისა და მკურნალობის შესახებ.

ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ არაერთხელ განხორციელდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონების ინფორმირება ონკოცენტრში შესაბამისი სერვისის შესახებ. ამ ეტაპზეც მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს ქალბატონებს და მიაწოდოს ინფორმაცია ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგთან დაკავშირებით.

ჩვენი მიზანია, დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ ძუძუს კიბო მხოლოდ დიაგნოზია დროული გამოვლენის შემთხვევაში, ადრეული დიაგნოსტიკა ზრდის წარმატებული მკურნალობის შანსებს!", - განაცხადა მერის თანაშემწემ გენდერულ საკითხებში ირმა ხელაძემ.

ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, მკურნალობის და დიაგნოსტიკის ხელმისაწვდომობასა და  პაციენტთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის აუცილებლობაზე ისაუბრეს თავიანთ გამოსვლებში საკრებულოს წევრმა, გენდერული თანასწორობის  საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ხათუნა მაღლაკელიძემ,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მმართველმა მანანა ტყეშელაშვილმა. 

2011 წლიდან მსოფლიოს 50-მდე ქვეყანა და მათ შორის საქართველოც ყოველი წლის ოქტომბერს აღნიშნავს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეს - "ვარდისფერი ოქტომბრის“ სახელწოდებით. კამპანიის  მიზანი  ძუძუს კიბოს რისკების შესახებ ცნობადობის გაზრდა, რეგულარული თვითშემოწმების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და კიბოს სკრინინგის აუცილებლობაა.

უახლესი ამბები