ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტმა 88 ხმით რუსეთის ფედერაცია კი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა.

ესტონეთის საკანონმდებლო ორგანო კიდევ ერთხელ გმობს უკრაინის ტერიტორიის ანექსიას და ადასტურებს, რომ ესტონეთი არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ჩატარებულ ფსევდორეფერენდუმებს.

"ვაცხადებთ რუსეთის რეჟიმს ტერორისტად, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, რომლის ქმედებებს ერთობლივად უნდა დაუპირისპირდეს საერთაშორისო საზოგადოება.

მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაწყებულ გამოძიებას უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების დასადგენად და საჭიროდ მივიჩნევთ, აგრესიის დანაშაულის ჩამდენი პირების გასამართლებას საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ.

პუტინის რეჟიმმა, რომელიც იმუქრება ბირთვული იარაღით, რუსეთი გადააქცია მშვიდობის ყველაზე დიდ საფრთხედ როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში", - აღნიშნულია განცხადებაში.

ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და ნატო-ს წევრ ქვეყნებს, გაზარდონ უკრაინის როგორც იარაღით, ისე ჰუმანიტარული დახმარება და ქვეყანას მხარი დაუჭირონ ომის შემდგომ აღდგენაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები