გერმანიის ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი რუსეთთან მჭიდრო კავშირების ბრალდებების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი არნე შიონბომი რუსეთთან მჭიდრო კავშირების ბრალდებების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ტელეარხი ZDF-ის გამოძიების თანახმად, არნე შიონბომი მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა ასოციაცია გერმანიის კიბერუსაფრთხოების საბჭოსთან, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული იყო რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან.

გამოძიების ავტორებმა გაარკვიეს, რომ ბერლინში მდებარე კომპანია Protelion GmbH, რომელიც აღნიშნული ასოციაციის წევრია, მარტის ბოლომდე მუშაობდა სახელწოდებით Infotecs GmbH და იყო რუსული კომპანია InfoTeKS-ის შვილობილი კომპანია, რომელიც დააარსა "კგბ“-ს ყოფილმა ოფიცერმა ანდრეი ჩაპჩაევმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები