ქუთაისში გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი  დააკავეს.  როგორც ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი აცხადებს,  საშუალო ასაკის მამაკაცი ერთ-ერთ საჯარო სკოლის მოსწავლეებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა.  

უცხო პირი მანდატურებმა შენიშნეს და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. 

"მანდატურმა შენიშნა,  რომ სკოლასთან  გადაადგილდებოდა უცხო პირი, რომელიც ბავშვებთან საუბრობდა. როდესაც ბავშვები მოშორდნენ აღნიშნულ პირს, მანდატურმა გამოკითხა ბავშვები, მერვეკლასელები არიან, თუ რაზე ესაუბრებოდა მათ უცნობი პირი.  ბავშვებმა უთხრეს, რომ მას ჰქონდა ფული,  რომელიც უნდა გადაეცა მათთვის, რისთვისაც გაყოლას სთავაზობდა. ამის შემდეგ მანდატურმა კითხვა დაუსვა  უცნობს, რის შემდეგაც ის გაიქცა, მანდატური დაედევნა და გამოიძახა პოლიცია, ადგილზე მოხდა დაკავება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

შსს-ს ცნობით,  მამაკაცი გარყვნილი ქმედების ბრალდებითაა დაკავებული. გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობს. 

არსებული ინფორმაციით,  აღნიშნული პირი მსგავსი ქმედების ბრალდებით ადრეც იყო დაკავებული და გირაოთი არის გათავისუფლებული. 

ქუთაისში სკოლებთან უცნობი პირების გადაადგილების და ბავშვების გატაცების მცდელობის ფაქტები ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილებოდა.

უახლესი ამბები