გონჩარენკო - ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესება ოლიგარქისთვის მკაფიო სიგნალია

უკრაინა სანქციებს უწესებს იმ ადამინებსა და ოლიგარქებს, რომლებიც პუტინის საფულეს წარმოადგენენ, ძარცვავენ რუსეთს და ამ ფულით ომს აფინანსებენ, სანქცირებულთა სიაში საქართველოს ფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები მოხვდნენ. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ განაცხადა.

"ბიძინა ივანიშვილს 8 თვე ჰქონდა იმისთვის, რომ ამ ომში სწორ მხარეს დამდგარიყო. მან ეს ვერ გააკეთა და თავისუფალი სამყაროს მხარეს არ დადგა. ამის ნათელი მაგალითია ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული დელეგაციის ქმედება, როდესაც მათ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცეს. რეზოლუციაში იყო ერთი პუნქტი, რომელიც რუსეთს ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოდ აღიარებდა. ამ დელეგაციაში "ქართული ოცნების" წევრები შედიოდნენ. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მმართველი ძალის პოზიციას. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ უკრაინის რეაქციას ვხედავთ.

სანქციებთან დაკავშირებით დასავლეთსა და უკრაინას შორის სინქრონული თანამშრომლობა მიმდინარეობს. ეს ეხება იმ სანქციებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებს, სხვადასხვა ფიზიკური პირების მიმართ აქვთ დაწესებული. აუცილებელია, რომ სინქრონული მუშაობა გაგრძელდეს და მსოფლიო გაერთიანდეს სანქციების პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესება ოლიგარქისთვის მკაფიო სიგნალია. საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა გადაწყვიტოს რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე ომში, ვის მხარეს დადგება. ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია, სანქციები ბიძინა ივანიშვილსაც დაუწესდეს", - აცხადებს გონჩარენკო "მთავარ არხთან". 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები