ამირან გიგუაშვილი - ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელებაა

ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელებაა, რომელსაც პერმანენტული ხასიათი აქვს, - ამის შესახებ ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა უკრაინის მიერ ივანიშვილის გარემოცვის წევრების სანქცირების გადაწყვეტილების შესახებ  განაცხადა. 

მისი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ ადამიანების სანქცირებულ რუს ბიზნესმენებთან კავშირს დაადასტურებდა. 

"ეს არის სამწუხარო, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულაცია, ამ შემთხვევაში,  მეტს ვერაფერს დავარქმევთ, იმიტომ რომ რა დგას ამ ბრძანების უკან, არსებობს თუ არა მტკიცებულება, დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო ასეთ ბრძანებულებას,  ჩვენ ამას ვერ ვხედავთ.  მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბატონ უჩა მამაცაშვილს, ან მის ოჯახის რომელიმე წევრს რაიმე საქმიანი ურთიერთობა აქვს რუსეთში მოღვაწე რომელიმე ბიზნესმენთან, ვინც სანქცირებულთა სიაშია, არ არსებობს და ვერც იარსებებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელება, რომელსაც პერმანენტული ხასიათი აქვს“, - განაცხადა გიგუაშვილმა. 

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. ე.წ. შავ სიაში არიან: ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი ტატე მამაცაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები