გონჩარენკო - ჩვენი მიზანია, რომ ყველა ადამიანი, ვინც ტირანების მხარდასაჭერად მოქმედებს, საერთაშორისო სანქციებში მოექცეს

ჩვენი მიზანია, რომ ყველა ადამიანი, ვინც ტირანების მხარდასაჭერად მოქმედებს, საერთაშორისო სანქციებში მოექცეს, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ "მთავართან" საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, უკრაინა სანქციებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობს.  

"ეს სანქციები [ივანიშვილის გარემოცვის] ეხება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიას, თუმცა ფაქტია, რომ ევროსაბჭოს ასამბლეაზე ჩვენ შევქმენით ჯგუფი, რომელიც პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით იმუშავებს. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მუშაობენ, ან უკრაინის უფლებებს არღვევენ. რა თქმა უნდა,  არის სინქრონული თანამშრომლობა უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის,  აშშ-ს, ევროკავშირთან, დიდი ბრიტანეთთან და კანადასთან.  

ხდება ხოლმე, რომ უკრაინას ჰყავს სანქცირებული პირები, რომლებიც არ ყავს შეერთებულ შტატებს, ან პირიქით, ჩვენი მიზანია, რომ სინქრონულ რეჟიმში ვიმუშაოთ და ყველა ადამიანი, ვინც ტირანების მხარდასაჭერად მოქმედებს,  საერთაშორისო სანქციებში მოექცეს“, - განაცხადა გონჩარენკომ. 

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის  წევრებს სანქციები დაუწესა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები