გონჩარენკო - ირაკლი კობახიძეს უბრალოდ უნდა შერცხვეს

ირაკლი კობახიძეს უბრალოდ უნდა შერცხვეს, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პასუხად განაცხადა, რომლის თქმითაც,  გონჩარენკო არასერიოზული პოლიტიკოსია, რომელსაც  ყოველ მეორე დღეს კიევის ქუჩებში სცემენ. 

გონჩარენკოს თქმით, მას უყვარს ქართველები, თუმცა წუხს, რომ "ქართული ოცნება“ პუტინის მხარეს ირჩევს. 

"კომენტარს არ გავაკეთებ მის განცხადებაზე, მის ნამუსზე იყოს. მე მასთან პირადი ურთიერთობები არ მაკავშირებს. ნამდვილად ვწუხვარ, რომ "ქართული ოცნება“ პუტინის მხარეს ირჩევს და ამით საქართველოსა და მის ევროპულ პერსპექტივას  დიდ ზიანს აყენებს. ეს ასევე აზიანებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს. 

მე მიყვარს საქართველო, მიყვარს ქართველები და არ დავიწყებ მათ გამოყოფას. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, თუ მან მსგავსი სიტყვები წარმოთქვა, მას, უბრალოდ  უნდა შერცხვეს“, - განაცხადა გონჩარენკომ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები