ორი ოსკარის მფლობელი ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი, რომელსაც მსახიობი ენტონი რეპი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს.
ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის შემდეგ, ნიუ-იორკის სასამართლოს მოსამართლემ საქმე დახურა.
ენტონი რეპმა კევინ სპეისის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ, პირველად 2017 წელს განაცხადა. მისი თქმით, ეს ნიუ-იორკში, სპეისის სახლში წვეულების დროს 1986 წელს მაშინ მოხდა, როცა რეპი 14 წლის იყო. ენტონი რეპი კევინ სპეისისგან 40 მილიონი დოლარის კომპენსაციას მოითხოვდა.
შემდგომში მსგავს საქმეში სპეისი 15-მა ადამიანმა დაადანაშაულა.
სპეისი ბრალდებას უარყოფს.
სკანდალის გამო მსახიობი სერიალ "ბანქოს სახლის“ და სხვა პროექტების გადაღებებიდან მოხსნეს.