რუსლან აბაშიძე აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად, მწერალთა სახლში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. გამომსვლელებმა აფხაზური ენის უნიკალურობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს მისი განუყოფელი ადგილი ქართულ მწერლობასა და კულტურაში.  

ღონისძიებაზე გურამ ოდიშარიას რომანის „პრეზიდენტის კატა“ და დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ აფხაზურენოვანი, ასევე დაურ ნაჭყებიას რომანის „ღამის ნაპირი“ ქართულენოვანი თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული წიგნები „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ კონკურსის ფარგლებში,   კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გამოიცა.  პროექტი მიზანად ისახავს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობების აღდგენასა და გაღრმავებას. 

პრეზენტაციას  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე,  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრები, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები